კატეგორიანაწარმოებები დრო2010-01-31


  ბევრჯერ გამოვკეტილვარ ჩემთვის მარტო და მიოცნებია სიყვარულზე ,სიხარულზე და სითბოზე.სითბოზე თუნდაც უკანასკნელი მათხოვრისგან.ჩახუტებაზე თუნდაც უკანასკნელი მეძავისგან...ახლა ხელს არავინ მიშლის რომ უფალს ვესაუბრო.მას ესმის ჩემი ტკივილი.მე ის მისმენს...და მეც გულწრფელად ვუყვები ყველაფერს...მან მოყოლამდე იცოდა ყველაფერი და იმიტომაც არ გაკვირვებია...
  ერთხელ პატარა ბავშვზე ვოცნებობდი...არც ქერა თმიანზე და არც ცისფერ თვალებაზე...უბრალოდ უმანკოებაზე ვოცნებობდი.მის ხმაზე,სიცილზე,სიხარულზე,სითბოზე და თამაშისგან ამოსვრილ კაბაზე,ან ქუდზე...ვოცნებობდი და ამ ოცნებას მივყავდი გზებზე,თან მერამდენედ მეერთედაიგივეზე...ჩემი ნაკვალევით ყველაფერი გაჭედილი იყო,მაგრამ ჩემი ნაკვალევი ხომ არაფერია და მას წაშლაც კი არ სჭირდება,ის ხომ გაჩენამდე წაიშალა...აღარ მინდა ამ ქუჩებში ხეტიალი,აღარ მიზიდავს ელექტრონებით განათებული ქუჩები...მინდა ნისლის სამოსი მოვიცვა და დავიძინო...დავიძინო რათა პატარა ბავშვივით დავემალო ტკივილებს...არ მინდა ისევ განმეორდეს,უკვე განმეორებული...ახლა მარტო ვარ,უფრო სწორად ახლაც და ისევ ვუყურებ ჩემკენ მომავალ ადამიანს,თუმცა ვიცი რომ ისიც ურეაქციოდ ჩამივლის გვერდს...ყველაფრისგან თავმობეზრებული ვხეტიალებ ჩემთვის,არც არავის ვაწუხებ და არც არავინ მეკითხება არაფერს...როგორ ხარ? ხომ არ გცივა? იქნებ მოგშივდა....ეჰ,ოცნება მართლაც ტკბილია მაგრამ გულდასაწყვეტი...
  ყველაფერი ბურუსშია გახვეული და მე ისევ რაღაც ტბილზე ვფიქრობ და მივყვები ქუჩებს იმ იმედით რომ ვინმე გამაჩერებს,შემომხედავს და მეტყვის : ,,დამელოდეთ,მეც თქვენი გზით მოვდივარ'' ...ან უბრალოდ შემომხედავს...
და დაღამდება ერთ ორ საათში და მეც დავიძინებ,ისე რომ არც გათენება და არც დაღამება მაინტერესებს...ახლა კი ისევ მარტო დავრჩები,ხელებს წელზე შემოვიხვევ და წარმოვიდგენ რომ ვიღაცა მოსულა და ჩამხუტებია...და აღარ მენდომება გაღვიძება...ერთი უმტკივნეულო ძილის სურვილი და ისიც აუხდენელი და ისიც გაცილებით მტკივნეული სხვა ტკივილებისგან...
  ბევრჯერ გამოვკეტილვარ ჩემთვის მარტო და მიოცნებია....უფრო სწორად გამოვკეტილვარ და ვეღარ დამიღწევია თავი...ახლაც მარტო ვარ...უიმედო და ნისლივით არარსებული...ყველაფრის დასრულების სურვილი,თუმცა ყოველ დღე ყველაფერი თავიდან იწყება.
ყურება
ავტორი: admin ნანახია: 800 კომენტარები: 1
გამეღვიძა...
მაგრამ ვხვდები რომ ჯერ კიდევ მძინავს... უძილო ძილით...
შავთეთრ სიზმრებით გახუნებულ თვალებს ვიფშვნეტავ
ზამთრის ცივმა ჰაერმა შემოხეთქა ქონიან ფილტვებში და მთლიანათ შემაქანა.
შავთეთრი სამყარო კიდევ უფრო გაძუნწდა და ახლა ყველაფერი შავ ქსელში გახვეულიყო...
მე კი უსუსური მწერივით ვყავდი გამოჭერილი...
ჩემი დასიებული თვალებიდან ზვავი დაიძრა. . . 

ისევ შემაქანა...

ერთადერთი სიტყვა მიტრიალებდა თავში.

უშენობა...

ზამთრის ძილში განებივრებული სიყვარული ჩემი ტანჯვით ტკბებოდა და 
გულიდან წამოსული ოხვრით ითბობდა ხელებს.

მე კი ისევ უშენობის მეშინოდა...


ყურება
ავტორი: admin ნანახია: 877 კომენტარები: 0
განმარტოვდება გაწელილი სივრცეში სხივი 

გუშინდელ ღამეს მირჩევნია დღევანდელი მზის სხივის კიაფი.
გახუნებულ დროს ერთვის ამ ცხოვრების მოწყენილობა,
ვაფორიაქებ თითოეულ საათს მისი წუთებით,
ეს სასწაული ხდება მხოლოდ პროვინციაში.
ბებერ ნიჟარას რომ წააგავს ქვეყნიერება
და ბურუსია ჩამოწოლილი აქაურ მთებში,
გავა ხანი და აქაურობას მობეზრდება ერთფეროვნება,
განმარტოვდება გაწელილი სივრცეში სხივი...

ყურება
ავტორი: admin ნანახია: 885 კომენტარები: 1
სისხლით მოთხვრილ სულში... 

შენი სისხლით მოთხვრილ ბილიკზე, ამოვტვიფრე შენი სახე.
ძირს დავარდნილს დაგიკოცნე ლოყები. ახალი წლის ღამესავით გათეთრებულ ტუჩებზე ჩემი სურნელი აგდის. მკერდიდან სული ამოვიგლიჯე, შენთვის მოცემას ვაპირებდი მაგრამ არ გამომართვი. შენი ბილიკის თითო საფეხურზე ჩემს სიზმრებს გიტოვებდი, მეგონა გაგალღვობდი, მაგრამ ზამთარი ისევ გამჭვირვალეს გხდიდა.
შენც ქრებოდი და ნელ ნელა ჩემგან მიდიოდი.
მარტო დავრჩი შენი სისხლით მოთხვრილ სულში, ამოტვიფრულ შენ სახესთან...

ყურება
ავტორი: admin ნანახია: 769 კომენტარები: 0
ჩემო აფხაზეთო!!! 

ცაში გადაგმალე აფხაზეთო ჩემო,
ჩემი გულის ცემა მინდა გაგახსენო.
გულო... მონატრების გულო,
გულო... სიყვარულით სავსე გულო...

მინდა ეს სიბნელე ერთად ვაფერადოთ
დაგვრჩეს მოგონება, კარგი მოგონება
ცაში გადასულო მონატრებავ ჩემო
ჩემი საქართველო მინდა გაგახსენო.

უკვე შეგიყვარე, უკვე შეგეჩვიე,
გულში გადაგმალე მონატრებავ ჩემო,
მშობლიურო მიწავ ჩემო სანატრელო,
ჩემი საქართველო მინდა გაგახსენო,

ჩემო აფხაზეთო...
ჩემო აფხაზეთო!!!

ყურება
ავტორი: admin ნანახია: 1018 კომენტარები: 1
გვიანი ბილიკი... 

თუ შენ ცხოვრების უთვალავ ფერებს 
ტუჩით კი არა, თვალებით ხვრეპდი
ხან მოდიოდი, ხან მიდიოდი
ხან მონა იყავ და ხანაც ღმერთი...

თუ შენ პეპლებთან გიყვარდა ფრენა
და შეჰხაროდი მოვარდნილ ქარებს,
უცხო ჩიტების გესმოდა ენა
და არ იმჩნევდი კრაზანის ნაკბენს.

რად გეშინია, რად გენანება 
დასტოვო რასაც სიცოცხლე ქვია,
სხვა მოვა, ვინც შენ დაგემსგავსება,
შენს ნაკვალევზე გაივლის გვიან.

ისიც დათვრება ფერების სხივით,
ასეა თურმე "წუთი სოფელი"
გვიან ბილიკებს დააწერს სისხლით
რადაც უღირდა წამი ყოველი.

ყურება
ავტორი: admin ნანახია: 841 კომენტარები: 0
« 1 2
"

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამა

ძებნა

რეკლამა

გამოკითხვა

მოგეწონა საიტი ?

სულ პასუხი: 372

არქივი