შენი სისხლით მოთხვრილ ბილიკზე, ამოვტვიფრე შენი სახე. ძირს დავარდნილს დაგიკოცნე ლოყები. ახალი წლის ღამესავით გათეთრებულ ტუჩებზე ჩემი სურნელი აგდის. მკერდიდან სული ამოვიგლიჯე, შენთვის მოცემას ვაპირებდი მაგრამ არ გამომართვი. შენი ბილიკის თითო საფეხურზე ჩემს სიზმრებს გიტოვებდი, მეგონა გაგალღვობდი, მაგრამ ზამთარი ისევ გამჭვირვალეს გხდიდა. შენც ქრებოდი და ნელ ნელა ჩემგან მიდიოდი. მარტო დავრჩი შენი სისხლით მოთხვრილ სულში, ამოტვიფრულ შენ სახესთან...