GEOWEB GROUP

სამოთხის კართან ... (შენით და შენთვის)

კატეგორიანაწარმოებები დრო2010-02-04, 11:32 PM




როცა გულაღმა წამოვწვები გაშლილ მდელოზე 
თვალს გავუსწორებ მზეს ლურჯ საბანში ცად მომცინარეს, 
ღრუბლის ეტლები გადაუფრენენ ფიქრებს ტკივილად 
როგორ გავუძლო, დროს უშენობით სევდად მდინარეს. 
რა ლამაზია შენზე ოცნების ყოველი წუთი, 
რა ლამაზია ბედნიერების ყოველი სუნთქვა, 
ის დაიდარდებს ვისაც ჩემსავით მონატრებია 
ვისაც ოდესმე ზღვა სიყვარულით სიტყვები უთქვამს. 
მხოლოდ შენ იცი რა დამრჩენია იმდენად ქვეყნად, 
მხოლოდ შენ იცი რად ველოდები ყოველ ცისნამ დღეს, 
მხოლოდ შენ იცი რას ნიშნავს როცა ვართ ერთად 
და რა ტკბილია გენატრებოდეს, გწამდეს, გიყვარდეს ... 
ყოველი ფოთლის ათრთოლება მაფხიზლებს მეტად... 
იქნებ ფეხშიშველს გამოგივლია ბალახზე ჩუმად, 
მომეპარები, ყურს მიჩურჩულებ მოვედი შენთან, 
მაგრამ ფოთლებიც ამ წუთებივით მოწყენით სდუმან. 
დავემალები მზეს, ჩემს პირ-სახეს დაჰკრავს აჩრდილი, 
ვერვინ იხილავს ღიმილს ანთებულს თვალებზე სანთლად, 
მე ხელს გაგიწვდი, დაე დავდუმდე ხელებგაწვდილი, 
შენს მოლოდინში, იმედმოკლული სამოთხის კართან.




ავტორი: admin ნანახია: {733} კომენტარები: 0





  

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამა

ძებნა

რეკლამა

გამოკითხვა

მოგეწონა საიტი ?

სულ პასუხი: 372

არქივი