კატეგორიაახალი ამბები დრო2010-03-16
ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე იმიტირებულ "ქრონიკასთან" დაკავშირებით საზოგადოებაში შექმნილი პანიკის გამო არც თანამდებობის დატოვებას აპირებს და არც სხვა პასუხისმგებელი პირების გათავისუფლებას გეგმავს. "არავის მიმართ ხელის გაშვერას და რაიმეს გადაბრალებას არ ვაპირებ. პირველ რიგში, მე ვარ პასუხიმგებელი იმაზე, რაც არხზე ხდება... თუმცა არ განვიხილავ საკადრო ცვლილებებს და არც იმას ვგეგმავ, რომ შევწყვიტო იმ საქმის კეთება, რასაც ახლა ვაკეთებ", - განაცხადა არველაძემ ტელეკომპანია "პირველ არხთან" საუბარში. ამასთან, მისივე განმარტებით, ის და "იმედის" მთელი ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "თუკი იმიტირებული "ქრონიკის" გამო საზოგადოებასა და ტელეკომპანიას შორის ნდობის დეფიციტი გაჩნდა, აღმოიფხვრას". "ჩვენი მიზანი არ ყოფილა ხალხის დაპანიკება, არამედ გვსურდა მათთვის რუსეთში მომზადებული სცენარი გაგვეცნო", - განმარტა არველაძემ. ამასთან, მან ბელგიის ტელევიზიის ანალოგიური მაგალითი მოიყვანა და განმარტა, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა ბელგიის დაშლის სერიოზული საფრთხე არსებობდა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტელევიზიამ ეთერში 2-საათიანი ინსცენირებული გადაცემა გაუშვა, რამაც საზოგადოებაში გაცილებით დიდი პანიკა და შოკი გამოიწვია. "ბელგიის ტელევიზიამ 2-საათიანი ინსცენირებული გადაცემა გაუშვა ეთერში იმის გამო, რომ პოლიტიკოსები ვერ ხედავდნენ იმ საფრთხეს, რაც ბელგიის შესაძლო დაშლაში გამოიხატებოდა. ასე რომ, ასეთ შემთხვევებს ადგილი აქვს. მიუღებელია ის, როცა ჟურნალისტს შეგნებულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, (როგორც "ნიუ-იორკ თაიმსის" მაგალითზე მოხდა, როცა გაზეთში დაბეჭდილი ფაბრიკაციების გამო თანამდებობიდან მთელი რედაქცია გადადგა), მაგრამ როცა რაღაცის იმიტაციას აკეთებ და ეს წინასწარაა დეკლარირებული ეს სხვა შემთხვევაა", - განმარტა არველაძემ. შეგახსენებთ, რომ 13 მარტს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულმა იმიტირებულმა "ქრონიკამ", რომელიც მოსახლეობას რუსეთთან ომის განახლების შესახებ აუწყებდა, საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია
ყურება
ავტორი: admin ნანახია: 1065 კომენტარები: 0
გრიბოედოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია. სამართალდამცავებისთვის მკვლელის ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამნაშვის სახელსა და გვარს არ ასახელებენ. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გუშინ გრიბოედოვის ქუჩაზე მოხდა. საქმესთან დაკავშირებით კიდევ ორი ადამიანი დაჭრილი, რომლებიც ადგილობრივ კლინიკებში არიან გადაყვანილები.
ყურება
ავტორი: admin ნანახია: 1571 კომენტარები: 0
,,ხალხის პარტიის" ლიდერი, კობა დავითაშვილი დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას კორუფციაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. ამის შესახებ დავითაშვილმა დღეს, პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

დავითაშვილის თქმით, მას მოეპოვება დოკუმენტი, რომლის შესაბამისად, გიგი უგულავამ 2008 წლის 18 სექტემბერს და იმავე წლის 24 ოქტომბერს, საკუთარ საცოლეს, მერიის აპარატის უფროსის მოადგილეს ლელა კილაძეს და დეპუტატ გიორგი მელაძეს თბილისის ბიუჯეტიდან 9 277 და 2 539 ლარი უკანონოდ გადაურიცხა.


"არ არსებობს ოფიციალური განმარტება იმის შესახებ, თუ რისთვის გადაერიცხათ აღნიშნულ პირებს საბიუჯეტო თანხები", - აღნიშნა დავითაშვილმა.

"ხალხის პარტია" მოითხოვს თბილისის ამჟამინდელი მერის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში "ხალხის პარტია" მიტინგებით იმუქრება.

ჯი-ეიჩ-ენიKo
ყურება
ავტორი: admin ნანახია: 1115 კომენტარები: 0
ნატოს შემდგომი გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, გაწევრიანდნენ ალიანსში, უერთდებიან ერებს, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ უსაფრთხოების გასაძლიერებლად", _ განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

კლინტონის თქმით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთთან უფრო ახლო თანამშრომლობითაა დაინტერესებული და არ გააჩნია არავითარი ინტერესი, განახორციელოს აგრესიული ქმედებები მშვიდობიანი მეზობლის მიმართ.

"ნატო დაინტერესებულია უფრო ახლო თანამშრომლობით რუსეთთან", _ განაცხადა კლინტონმა.

კლინტონი მიიჩნევს, რომ ალიანსის გაფართოების პროცესი დაეხმარა რუსეთს იმ მხრივ, რომ მისი დასავლელი მეზობლები მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

"რუსეთის გადასაწყვეტია, თუ როგორ ინტერპრეტირებას გაუკეთებს იგი ისეთი მოვლენების განვითარებას, როგორიც ნატოს გაფართოებაა, თუმცა ვისურვებდი, რომ ნატოსა და რუსეთს შორის ჩამოყალიბდეს მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც სასარგებლო იქნება ყველა მხარისთვის", - განაცხადა კლინტონმა.

კითხვაზე, აშფოთებს თუ არა აშშ-ს ის, რომ უკრაინაში შესაძლოა გაიმარჯვოს პოლიტიკოსმა, რომელიც ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია, კლინტონმა უარყუოფითად უპასუხა და განაცხადა, რომ არავინ აიძულებს ვინმეს ნატოში ზეწოლით გაწევრიანდეს და თუ უკრაინაში მოხდება პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება და უკრაინალი ხალხი გადაწყვეტს, რომ ნატოში გაწევრიანება არ არის უპირატესი, მაშინ ეს იქნება მათი არჩევანი
ყურება
ავტორი: admin ნანახია: 1001 კომენტარები: 0
დაახლოებით 4 ათასამდე ქართველს უახლოეს თვეებში პოლონეთიდან გამოაძევებენ. მათმა უმეტეობამ ბელორუს-პოლონეთის არალეგალურად გადაკვეთა, რის შემდეგაც მათ პოლონეთის ხელისუფლებას მიმართეს და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვეს. 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში კონსტანტინე ქავთარაძე აცხადებს, რომ პოლონეთი ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობის თხოვნა მათთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ არ დააკმაყოფილა. ამიტომაც, დაახლოებით 4 ათასამდე საქართველოს მოქალაქე უახლოეს თვეებში საქართველოში თვითმფრინავებით იქნებიან დეპორტირებულნი.

ქართველი არალეგალების დეპორტაცია გეგმის მიხედვით თვეში ორჯერ ხდება.
ყურება
ავტორი: admin ნანახია: 1124 კომენტარები: 0
"

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამა

ძებნა

რეკლამა

გამოკითხვა

მოგეწონა საიტი ?

სულ პასუხი: 372

არქივი