GEOWEB GROUP

........

კატეგორიანაწარმოებები დრო2010-01-31, 9:03 PM




  ბევრჯერ გამოვკეტილვარ ჩემთვის მარტო და მიოცნებია სიყვარულზე ,სიხარულზე და სითბოზე.სითბოზე თუნდაც უკანასკნელი მათხოვრისგან.ჩახუტებაზე თუნდაც უკანასკნელი მეძავისგან...ახლა ხელს არავინ მიშლის რომ უფალს ვესაუბრო.მას ესმის ჩემი ტკივილი.მე ის მისმენს...და მეც გულწრფელად ვუყვები ყველაფერს...მან მოყოლამდე იცოდა ყველაფერი და იმიტომაც არ გაკვირვებია...
  ერთხელ პატარა ბავშვზე ვოცნებობდი...არც ქერა თმიანზე და არც ცისფერ თვალებაზე...უბრალოდ უმანკოებაზე ვოცნებობდი.მის ხმაზე,სიცილზე,სიხარულზე,სითბოზე და თამაშისგან ამოსვრილ კაბაზე,ან ქუდზე...ვოცნებობდი და ამ ოცნებას მივყავდი გზებზე,თან მერამდენედ მეერთედაიგივეზე...ჩემი ნაკვალევით ყველაფერი გაჭედილი იყო,მაგრამ ჩემი ნაკვალევი ხომ არაფერია და მას წაშლაც კი არ სჭირდება,ის ხომ გაჩენამდე წაიშალა...აღარ მინდა ამ ქუჩებში ხეტიალი,აღარ მიზიდავს ელექტრონებით განათებული ქუჩები...მინდა ნისლის სამოსი მოვიცვა და დავიძინო...დავიძინო რათა პატარა ბავშვივით დავემალო ტკივილებს...არ მინდა ისევ განმეორდეს,უკვე განმეორებული...ახლა მარტო ვარ,უფრო სწორად ახლაც და ისევ ვუყურებ ჩემკენ მომავალ ადამიანს,თუმცა ვიცი რომ ისიც ურეაქციოდ ჩამივლის გვერდს...ყველაფრისგან თავმობეზრებული ვხეტიალებ ჩემთვის,არც არავის ვაწუხებ და არც არავინ მეკითხება არაფერს...როგორ ხარ? ხომ არ გცივა? იქნებ მოგშივდა....ეჰ,ოცნება მართლაც ტკბილია მაგრამ გულდასაწყვეტი...
  ყველაფერი ბურუსშია გახვეული და მე ისევ რაღაც ტბილზე ვფიქრობ და მივყვები ქუჩებს იმ იმედით რომ ვინმე გამაჩერებს,შემომხედავს და მეტყვის : ,,დამელოდეთ,მეც თქვენი გზით მოვდივარ'' ...ან უბრალოდ შემომხედავს...
და დაღამდება ერთ ორ საათში და მეც დავიძინებ,ისე რომ არც გათენება და არც დაღამება მაინტერესებს...ახლა კი ისევ მარტო დავრჩები,ხელებს წელზე შემოვიხვევ და წარმოვიდგენ რომ ვიღაცა მოსულა და ჩამხუტებია...და აღარ მენდომება გაღვიძება...ერთი უმტკივნეულო ძილის სურვილი და ისიც აუხდენელი და ისიც გაცილებით მტკივნეული სხვა ტკივილებისგან...
  ბევრჯერ გამოვკეტილვარ ჩემთვის მარტო და მიოცნებია....უფრო სწორად გამოვკეტილვარ და ვეღარ დამიღწევია თავი...ახლაც მარტო ვარ...უიმედო და ნისლივით არარსებული...ყველაფრის დასრულების სურვილი,თუმცა ყოველ დღე ყველაფერი თავიდან იწყება.



ავტორი: admin ნანახია: {801} კომენტარები: 1



1 ana  
0
dzaaliaan magariiiaaaaaaa cool cool cool cool cool



  

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამა

ძებნა

რეკლამა

გამოკითხვა

მოგეწონა საიტი ?

სულ პასუხი: 372

არქივი