GEOWEB GROUP

კობა დავითაშვილი გიგი უგულავას კორუფციაში ადანაშაულებს

კატეგორიაახალი ამბები დრო2010-02-15, 11:20 PM



,,ხალხის პარტიის" ლიდერი, კობა დავითაშვილი დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას კორუფციაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. ამის შესახებ დავითაშვილმა დღეს, პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

დავითაშვილის თქმით, მას მოეპოვება დოკუმენტი, რომლის შესაბამისად, გიგი უგულავამ 2008 წლის 18 სექტემბერს და იმავე წლის 24 ოქტომბერს, საკუთარ საცოლეს, მერიის აპარატის უფროსის მოადგილეს ლელა კილაძეს და დეპუტატ გიორგი მელაძეს თბილისის ბიუჯეტიდან 9 277 და 2 539 ლარი უკანონოდ გადაურიცხა.


"არ არსებობს ოფიციალური განმარტება იმის შესახებ, თუ რისთვის გადაერიცხათ აღნიშნულ პირებს საბიუჯეტო თანხები", - აღნიშნა დავითაშვილმა.

"ხალხის პარტია" მოითხოვს თბილისის ამჟამინდელი მერის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში "ხალხის პარტია" მიტინგებით იმუქრება. 

ჯი-ეიჩ-ენიKo



ავტორი: admin ნანახია: {1113} კომენტარები: 0





  

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამა

ძებნა

რეკლამა

გამოკითხვა

მოგეწონა საიტი ?

სულ პასუხი: 372

არქივი