GEOWEB GROUP

კომედიანტი (დეჟა-ვიუ)

კატეგორიანაწარმოებები დრო2010-01-31, 9:27 PM



ღამემ მოგარგო ნატიფ ტანზე შავი მანტია.
თეთრი ჩრდილების ლიცლიცია უკვე სცენაზე.
შენთვის პარტერი წუთისოფლის დანამატია...
და ტაში დიდხანს, რეაგირებს გულის ძგერაზე.

"ბისზე," გიხმობენ!-ხალხს უჩვენე სახე უნიღბო,
დასჯილ ბავშვს გავხარ უხერხულად, რომ იღიმები.
სცენიდან სისხლი წვეთწვეთად, რომ ჩამოარიგო,
შენ პარტერიდან გიცქერიან ცივი ნიღბები.

სულით შიშვლდები!-როცა ცდილობ, ბრბო გააცინო....
და გძულს ცხოვრება, აბსურდების დიდი, თეატრი.
სხეულზე ზრუნვა, ბრბოს ზეციურ საზრდოს აცილებს,
წიხლზე კიდიათ მათ საბრალო კომედიანტი.

ღამემ მოგარგო ნატიფ ტანზე შავი მანტია,
თაფლისთვალებში მწუხრისფერი ჩანს დომინანტი.
ხშირად, ბაგეზე, ღიმილს, ცრემლის არომატი აქვს.
სულმოტირალი.... ბრბოს აცინებს კომედიანტი!....




ავტორი: admin ნანახია: {1139} კომენტარები: 1



1 nene2  
0
dzalian karg saits mivageni. ra bednierebaa.



  

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამა

ძებნა

რეკლამა

გამოკითხვა

მოგეწონა საიტი ?

სულ პასუხი: 372

არქივი