GEOWEB GROUP

gviani biliki

კატეგორიანაწარმოებები დრო2010-01-21, 7:32 PM



გვიანი ბილიკი... 

თუ შენ ცხოვრების უთვალავ ფერებს 
ტუჩით კი არა, თვალებით ხვრეპდი
ხან მოდიოდი, ხან მიდიოდი
ხან მონა იყავ და ხანაც ღმერთი...

თუ შენ პეპლებთან გიყვარდა ფრენა
და შეჰხაროდი მოვარდნილ ქარებს,
უცხო ჩიტების გესმოდა ენა
და არ იმჩნევდი კრაზანის ნაკბენს.

რად გეშინია, რად გენანება 
დასტოვო რასაც სიცოცხლე ქვია,
სხვა მოვა, ვინც შენ დაგემსგავსება,
შენს ნაკვალევზე გაივლის გვიან.

ისიც დათვრება ფერების სხივით,
ასეა თურმე "წუთი სოფელი"
გვიან ბილიკებს დააწერს სისხლით
რადაც უღირდა წამი ყოველი.




ავტორი: admin ნანახია: {839} კომენტარები: 0





  

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამა

ძებნა

რეკლამა

გამოკითხვა

მოგეწონა საიტი ?

სულ პასუხი: 372

არქივი