GEOWEB GROUP

axali ambebi

კატეგორიაახალი ამბები დრო2010-01-31, 11:13 PM



ნატოს შემდგომი გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, გაწევრიანდნენ ალიანსში, უერთდებიან ერებს, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ უსაფრთხოების გასაძლიერებლად", _ განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

კლინტონის თქმით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთთან უფრო ახლო თანამშრომლობითაა დაინტერესებული და არ გააჩნია არავითარი ინტერესი, განახორციელოს აგრესიული ქმედებები მშვიდობიანი მეზობლის მიმართ.

"ნატო დაინტერესებულია უფრო ახლო თანამშრომლობით რუსეთთან", _ განაცხადა კლინტონმა.

კლინტონი მიიჩნევს, რომ ალიანსის გაფართოების პროცესი დაეხმარა რუსეთს იმ მხრივ, რომ მისი დასავლელი მეზობლები მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

"რუსეთის გადასაწყვეტია, თუ როგორ ინტერპრეტირებას გაუკეთებს იგი ისეთი მოვლენების განვითარებას, როგორიც ნატოს გაფართოებაა, თუმცა ვისურვებდი, რომ ნატოსა და რუსეთს შორის ჩამოყალიბდეს მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც სასარგებლო იქნება ყველა მხარისთვის", - განაცხადა კლინტონმა.

კითხვაზე, აშფოთებს თუ არა აშშ-ს ის, რომ უკრაინაში შესაძლოა გაიმარჯვოს პოლიტიკოსმა, რომელიც ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია, კლინტონმა უარყუოფითად უპასუხა და განაცხადა, რომ არავინ აიძულებს ვინმეს ნატოში ზეწოლით გაწევრიანდეს და თუ უკრაინაში მოხდება პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება და უკრაინალი ხალხი გადაწყვეტს, რომ ნატოში გაწევრიანება არ არის უპირატესი, მაშინ ეს იქნება მათი არჩევანი



ავტორი: admin ნანახია: {1002} კომენტარები: 0





  

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამა

ძებნა

რეკლამა

გამოკითხვა

მოგეწონა საიტი ?

სულ პასუხი: 372

არქივი