GEOWEB GROUP

არველაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

კატეგორიაახალი ამბები დრო2010-03-16, 7:32 PM



ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე იმიტირებულ "ქრონიკასთან" დაკავშირებით საზოგადოებაში შექმნილი პანიკის გამო არც თანამდებობის დატოვებას აპირებს და არც სხვა პასუხისმგებელი პირების გათავისუფლებას გეგმავს. "არავის მიმართ ხელის გაშვერას და რაიმეს გადაბრალებას არ ვაპირებ. პირველ რიგში, მე ვარ პასუხიმგებელი იმაზე, რაც არხზე ხდება... თუმცა არ განვიხილავ საკადრო ცვლილებებს და არც იმას ვგეგმავ, რომ შევწყვიტო იმ საქმის კეთება, რასაც ახლა ვაკეთებ", - განაცხადა არველაძემ ტელეკომპანია "პირველ არხთან" საუბარში. ამასთან, მისივე განმარტებით, ის და "იმედის" მთელი ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "თუკი იმიტირებული "ქრონიკის" გამო საზოგადოებასა და ტელეკომპანიას შორის ნდობის დეფიციტი გაჩნდა, აღმოიფხვრას". "ჩვენი მიზანი არ ყოფილა ხალხის დაპანიკება, არამედ გვსურდა მათთვის რუსეთში მომზადებული სცენარი გაგვეცნო", - განმარტა არველაძემ. ამასთან, მან ბელგიის ტელევიზიის ანალოგიური მაგალითი მოიყვანა და განმარტა, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა ბელგიის დაშლის სერიოზული საფრთხე არსებობდა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტელევიზიამ ეთერში 2-საათიანი ინსცენირებული გადაცემა გაუშვა, რამაც საზოგადოებაში გაცილებით დიდი პანიკა და შოკი გამოიწვია. "ბელგიის ტელევიზიამ 2-საათიანი ინსცენირებული გადაცემა გაუშვა ეთერში იმის გამო, რომ პოლიტიკოსები ვერ ხედავდნენ იმ საფრთხეს, რაც ბელგიის შესაძლო დაშლაში გამოიხატებოდა. ასე რომ, ასეთ შემთხვევებს ადგილი აქვს. მიუღებელია ის, როცა ჟურნალისტს შეგნებულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, (როგორც "ნიუ-იორკ თაიმსის" მაგალითზე მოხდა, როცა გაზეთში დაბეჭდილი ფაბრიკაციების გამო თანამდებობიდან მთელი რედაქცია გადადგა), მაგრამ როცა რაღაცის იმიტაციას აკეთებ და ეს წინასწარაა დეკლარირებული ეს სხვა შემთხვევაა", - განმარტა არველაძემ. შეგახსენებთ, რომ 13 მარტს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულმა იმიტირებულმა "ქრონიკამ", რომელიც მოსახლეობას რუსეთთან ომის განახლების შესახებ აუწყებდა, საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია


ავტორი: admin ნანახია: {565} კომენტარები: 0





  

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამა

ძებნა

რეკლამა

გამოკითხვა

მოგეწონა საიტი ?

სულ პასუხი: 372

არქივი